მისამართი: თბილისი 0108, ქიაჩელის ქ. #7ა
ტელ./ფაქსი: 93-24-55

ელ-ფოსტა:

tengochit@yahoo.com

rusudan
თენგიზ ჩიტაიშვილი
რუსუდან ჟღენტი
ფონდის პრეზიდენტი – პედაგოგი, პიანისტი და დირიჟორ
ვიცე-პრეზიდენტი – პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

საერთაშორისო ფონდი “ინტერკულტურა” წარმოადგენს არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის ძირითადი მიზანია ქართული კულტუ რის ხელშეწყობა, მისი პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამ მიზნით, ფონდთან შექმნილია შესაბამისი სტრუქტურები, სამხატვრო კოლექტივები, სასწავლო და სამეცნიერო ჯგუფები. ფონდი თავის რიგებში აწევრიანებს ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს, მხატვრებს, მოქანდაკეებს, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და ნიჭიერ სტუდენტებს.

line

germ2002
ტრიო "აპექსი"

ფონდის ხელშეწყობითა და დახმარებით დღეს ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი ოსტატობას იმაღლებს ევროპის ქვეყნების უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში. ესენი არიან: საერთშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები: გური ჩიტაიშვილი (კიოლნი, გერმანია), ანა ნანუაშვილი (შტუტგარტი, გერმანია,), ნინო მაჭარაშვილი (ახენი, გერმანია), თამარ შალვაშვილი (ლონდონი, ინგლისი) ია და ნინო დავითაშვილები და სხვ.

mariam
ფერიდე კეშელავა, მხატვარი-დიზაინერი

ფონდის ერთ-ერთი აქტიური წევრი, რომელიც მონაწილეობს ჩვენს მიერ განხორციელებულ თითქმის ყველა მუსიკალურ პროექტში - მარიამ მაჩაიძე (ვიოლინო) -  ასაკი 15 წლის. თბილისის ე.მიქელაძის სახელობის #2 ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლე. პედაგოგი-თეიმურაზ ფერაძე.   ჯილდოები;  I პრემია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა II ღია კონკურსზე. ( თბილისი 2002წ.)  II პრემია კაუნასის საერთაშორისო კონკურსზე (ლიტვა 2005წ.) დიპლომები საერთაშორისო ფესტივალებზე (ჰაილბრონი 2003, 2006წ.) დიპლომი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა  ფესტივალზე (ათენი 2005წ.)  2004 წელს ლიანა ისაკაძის სახელობის სტიპენდიანტი.  I პრემია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი  კავშირის ”მუზათა ტაძარის” და “ჩვენ ვეძებთ ტალანტებს”კონკურსზე. (თბილისი 2004წ.) დიპლომი რუსეთის სატელევიზიო არხი “კულტურას” V საერთაშორისო კონკურსზე “შჩელკუნჩიკი” (მოსკოვი 2003წ.). ნიცის (საფრანგეთი) საერთაშორისო ფესტივალზე, ბესლანის ტრაგედიისადმი მიძღვნილ კონცერტზე, მიღებული  აქვს ჯილდო არტისტიზმისათვის- ფრანგული  ვიოლინო. ამჟამად უკრავს ლაიენს კლუბის მიერ ნაჩუქარ ვიოლინოზე.

teng1

 

ფონდის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითადი სფეროს ანხორციელებს საერთაშორისო კულტურული პროგრამების განყოფილება, რომლის დირექტორია პიანისტი და მომღერალი ნინო თაქთაქიშვილი, პროგრამების მენეჯერი მანანა გოჩიტაშვილი, პროექტების კოორდინატორი – თამარ გურაშვილი. ამ განყოფილების მეშვეობით ფონდმა ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა მრავალი საინტერესო პროექტი. აღსანიშნავია გერმანიის, ბადენ ვიურტემბერგის მხარესთან, ქალაქების შტუტგარტის, ჰაილბრონის, შვაიგერნის, ნეკარსულმის და სხვა მუსიკალური სკოლებისა და თბილისის სამუსიკო სასწავლებლების გაცვლითი პროექტები.

10 წელია რაც ქართველ ბავშვებს მეგობრობა აკავშირებთ შვაიგერნის სამუსიკო სკოლასთან. ამ პერიოდში ჩატარდა ერთობლივი კონცერტები გერმანელი და ქართველი  ახალგაზრდა მუსიკოსების მონაწილეობით საქართველოს მრავალ ქალაქში – თბილისი, სიღნაღი, მცხეთა, გურჯაანი და სხვა. ანალოგიური კონცერტები ჩატარდა გერმანიაში. ამან სასურველი შედეგი გამოიღო – ქართველი ბავშვები ეზიარნენ ევროპულ ღირებულებებს, გერმანულ კულტურას, გააცნეს მათ ჩვენი კულტურა და ტრადიციები, შეიძინეს მეგობრები. ეს თავისთავად დიდი ნაბიჯია ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებისაკენ... 2007 წლის ნოემბერში დაგეგმილია შვაიგერნის   მუსიკალური სკოლის საიუბილეო საზეიმო კონცერტებში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობა.

germ2007
ჰაილბრონი (გერმანია) 2007

დიდი  მეგობრობა გვაკავშირებს ჰაილბრონის (გერმანია) მუსიკალურ სკოლასთან.. ჩვენ საერთო ძალებით შევქმენით ერთობლივი სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი, რომელსაც 2007 წელს შეუერთდნენ საფრანგეთის ქალაქ ბეზიერს-მედიტერანის კონსერვატორიის სტუდენტები. გარდა დასავლეთ-ევროპელი კომპოზიტორების ნაწარმოებებისა, სახვადასხვა დროს ორკესტრმა შეასრულა ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები: ო. თაქთაქიშვილის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის -სოლისტი ნათია ბედენაშვილი; ე. ლომდარიძის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის “ერისიონი’ :სოლისტები მიშიკო ყანდაშვილი-ფორტეპიანო და გიორგი მამნიაშვილი- ფლეიტა პიკოლო, სალამური;  შესრულდა ს.ცინცაძის საკვარტეტო მინიატურები “ლალე” და “ინდი-მინდი”. კვარტეტის შემადგენლობა: სალომე ბუკია-I ვიოლინო, მარიამ მაჩაიძე-II ვიოლინო, ნინო ნანობაშვილი-ალტი, გიორგი კიკაბიძე-ჩელო. ორკესტრთან აქტიურად

qalebi

 

თანამშრომლობენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი გიორგი ცაბოლაშვილი -კლარნეტი და ლაშა სვანი-საყვირი. სტუდენტური სიმფონიური ორკესტრის საქმიანობაზე ტელეჟურნალისტმა, თბილისის სახ.უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჭაბუკიანმა შექმნა სატელევიზიო ვიდეო-ფილმი “ორკესტრი”, რომელიც საქართველოს ტელევიზიის რამდენიმე არხით გადაიცა.

ფონდი საინტერესო ერთობლივ პროექტებს ანხორციელებს საბეძნეთის ქ. ათენის მუსიკალურ სკოლასთან “მეანდრიო კონსერვატორია”, 2005 წელს ამ კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა ბერძენ და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ერთობლივი ფესტივალი,  რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. 2007 წლის ოქტომბერში ათენის ერთერთ პრესტიჟულ დარბაზში, დაგეგმილია სტუდენტური შეხვედრა-კონცერტები ქართველ, ბერძენ, ამერიკელ და უკრაინელ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა ერთობლივი კონცერტების ფარგლებში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ამ ქვეყნების ახალგაზრდების დამეგობრებას, მათი ხელოვნებისა და ეროვნული კულტურების ურთიერთგაზიარებას.

eqskur

ჟეშუვი (პოლონეთი) ექსკურსია 2008

ზეინაბ ტოგონიძე
საერთაშორისო კულტურული პროგრამების კოორდინატორი

სამხატვრო კოლექტივებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგონათა ვოკალური, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლი „მარიალისი“, რომლის დამაარსებელია ქართული ფოლკლორის ერთერთი მკვლევარი, პედაგოგი რუსუდან ჩიტაური, ამჟამინდელი ხელმძღვანელი, დირიჟორი და კომპოზიტორი, საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორი – ქეთევან ჭკუასელი, ვოკალის პედაგოგია ელიზავეტა ბედინეიშვილი და ხალხური სიმღერის პედაგოგია ნუნუ ქურასბედიანი. ანსამბლმა ჩაატარა რამდენიმე წარმატებული გასტროლი, რომელთაგანაც აღსანიშნავია საბერძნეთში (ათენი) და გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში ჩატარებული კონცერტები, სადაც ანსამბლს საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

prof

 

ძალზე საინტერესოა ბავშვთა და მოზარდთა მუსიკალურ-შემოქმედებითი საესტრადო კლუბი-სტუდია „ბომბორა“, რომლის დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელია ქართული ესტრადის ერთერთი თვალსაჩინო მოღვაწე  - ლია ხორბალაძე. კლუბი-სტუდია ეწევა დიდ მუსიკალურ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას და ჩატარებული აქვს კონცერტები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. 1996 წელს ისინი მიწვეულნი იყვნენ, ერთი თვით ქალაქ მოსკოვის წინასაიუბილეო კონცერტებსა და ტელე-რადიო გადაცემებში მონაწილეობის მისაღებად.  „ბომბორა“-ს აღსაზრდელებს საბავშვო მუსიკალურ ფესტივალებსა და კონკურსებში მიღებული აქვთ მრავალი ჯილდო. მათ დიდ წარმატებას მიაღწიეს 2005 წელს, ბულგარეთში (კურორტი „ოქროს ქვიშები“) გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე, საიდანაც სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში: ქეთი ქოიავამ და ანა სოხაძემ დაიმსახურეს გრან-პრი, გიორგი გველესიანმა, ლიკა და სოფო ჯაოშვილებმა, გიორგი გაბედავამ და სალომე ხვედელიძემ კი სპეციალური პრიზები.

suliko
„სული' კო ბენდი“

ახალგაზრდული საკონცერტო კამერული სასულე ორკესტრი „სული' კო ბენდი“ რომლის  სამხატვრო ხელმძღვანელი და დირიჟორია – სერგო ტყაბლაძე. ორკესტრში წარმოდგენილია ყველა სასულე-სიმფონიური საკრავი, პროგრამა ძალზე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც დასავლეთევროპელი კლასიკოსებისა და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, ასევე თანამედროვე პოპულარულ კინო და გასართობ მუსიკას. ორკესტრი რამოდენიმე წელია წარმატებით ატარებს კონცერტებს საქართველოში. მათ ხშირად იწვევენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები (გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიისა და ამერიკის საელჩოები და სხვ.), ხშირად არიან მიწვეულები საერთაშორისო ფესტივალებზე მონაწილეობისათვის. ორკესტრის ყოველი საკონცერტო გამოსვლა იმსახურებს მსმენელთა სიმპატიებს  და მათ ფართოდ აშუქებს პრესა.

mzia
მზია დავითაშვილი და მისი სტუდია

ფონდის ვოკალური სტუდია, რომლის ხელმძღვანელია ამიერკავკასიის კონკურსის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი - მზია დავითაშვილი. მისი მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ კონცერტებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბევრი მათგანი გახდა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი: ელგუჯა ძაგნიძე-12 მტრედისა და ბორჯომის საერთშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, თეონა დვალი - ბორჯომის საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მფლობელი. სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები:არიან გიორგი ანდღულაძე, მურმან გაბისკირია, თამთა ჩილოჩავა, Gგიორგი ნარიმანიძე. ბულგარეთის (ოქროს ქვიშები) საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები: ლაშა შეროზია, მარიამ ღლონტი, თამარ შოშიაშვილი, ვასილ როჭიკაშვილი და სხვ.

მეცნიერებისა და განათლების განყოფილება,რომლის ხელმძღვანელია ირინე შადური და ზედამხედველობას უწევს გურამ სხირტლაძე (ვიცე-პრეზიდენტი, იურიდიულ საქმეთა კონსულტანტი), მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართველი მოსწავლეებისა და სტუდენტების ინტეგრაციას ევროპისა და ამერიკის სასწავლო დაწესებულებებში, მათი ინტერესების, მიზნებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად:  დახმარება გაუწიოს მათ, სასურველი პროგრამის შერჩევაში, მოიპოვოს ამავე დროს სრული ინფორმაცია სასწავლებელზე და არჩეულ კურსზე, ყველა ეტაპზე აწარმოოს  საორგანიზაციო სამუშაო. აგრეთვე დაეხმაროს ახალგაზრდა სპეციალისტებსა და მეცნიერ მუშაკებს  აიმაღლონ პროფესიული დონე საზღვარგარეთ, შესაბამისი პროფილის ორგანიზაცია-დაწესებულებებში.

ფონდი კვლავაც განაგრძობს ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანთა, მეცნიერთა და სტუდენტთა მოზიდვას, მათ დახმარებას, მომავალი საქმიანობის სტიმულირებას, მათი დასავლურ ღირებულებეზე ორიენტირებითა და ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით ახალი ქართველი თაობის ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

 

dielogroup.com